სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ცაგერის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტეტბში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 23 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.