საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში და ქალაქ ყვარელში. ერთ-ერთი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 1 ერთეული ვერხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი), საამქროს მიმდებარედ კი, განთავსებული იყო 5 კუბური მეტრი ნახერხი და გადამუშავებული ნარჩენი.

სამართალდამრღვევების მიმართ, ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების ასახვის დარღვევისა და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: