სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
2 ფაქტია გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდინარე ჭერმისხევზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვა). მდინარე კაბალის კალაპოტში კი, სამართალდამრღვევი, სპეციალური ტექნიკის (ესკავატორი) საშუალებით, უკანონოდ მოიპოვებდა ინერტულ მასალას (ქვიშა-ხრეში) და განათავსებდა სატვირთო ავტომანქანის ძარაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მიმდებარედ, კისისხევის ხევში, მოქალაქემ, უკანონოდ მოიპოვა 2,5 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვა).
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.