საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლინდა, ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი,  ამავე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანის ძარაზე 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯებში კი, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ლენტური და ცირკული ტიპის ხერხი და 2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი გამოვლინდა.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: