სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები სალიცენზიო ფართობს გარეთ ახდენენ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებას.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.