სიახლეები
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მ3 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. ხოლო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე - 7 მ3 წიფლისა და რცხილას სახეობის საშეშე მერქანი.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.