სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვეს.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.