საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის კალაპოტიდან, მოქალაქემ  უკანონოდ მოიპოვა 2,5 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვიშა) და მისი უკანონო ტრანსპორტირებაც განახორციელა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: