საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის გამოვლენის მიმართულებით ღონისძიებები გაატარეს.

მიმდინარე წლის აპრილში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, უმეთვალყურეოდ მიტოვებული 3 ერთეული ე.წ. ხოლიხი ბადე და სხვადასხვა ადგილას ჩაკიდებული 15-30 მმ ზომის ნემსკავებით აღჭურვილი 50 ერთეული ანკესი გამოავლინეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბის ტერიტორიაზე კი, გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 7 ერთეული, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე.

ღონისძიებები გატარდა დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის ზღვაზე, ჯამში, დაახლოებით 800 მეტრამდე სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე ამოიღეს. სამართალდარღვევებზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: