სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს IDFI-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2021 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების სიაშია. დეპარტამენტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სპეციალური ჯილდო - „2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გადაეცა.
IDFI-მ დეპარტამენტი ანგარიშის - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე დააჯილდოვა. სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.
ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის ანგარიში მომზადდა და პრეზენტაცია მოეწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.