სიახლეები
დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა
და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.
12 სამართალდარღვევაა
გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, სხვადასხვა სახეობის ჯამში 22,95 კუბური
მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 3,8 კუბური მეტრი
მოცულობის „ნაგვერდულის“ უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. მარტვილის
მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა, ჯამში 1,07 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა
სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს. ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს
ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 12,7 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის
სახეობის ფიცარი. დოკუმენტაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ სამართალდამრღვევი
3,75 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტში 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის, აბაშის მუნიციპალიტეტში კი,
0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0, 82 კუბური მეტრი ძელისა და 0, 75 კუბური
მეტრი მოცულობის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია გამოვლენილი.
დასავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთი მოქალაქე 0, 7 კუბური მეტრი ფიცრის ტრანსპორტირებას
შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
მეორე მოქალაქეს კი, მანქანის ძარაზე დოკუმენტში მითითებული 1,9 კუბური
მეტრი ხე-მასალის ნაცვლად, 2,17 კუბური მეტრი მოცულობის ხე-მასალა ჰქონდა
განთავსებული. ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ მოქალაქეს 1,5 კუბური მეტრი წიწვოვანი
სახეობის დახერხილი ხე-მასალა უკვე გამოყენებული ცნობით გადაჰქონდა. მეორე
მოქალაქე, ავტომანქანით უკანონოდ ახორციელებდა 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ალვის
სახეობის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას. თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი,
მოქალაქე 0,2 კუბური მეტრი მოცულობის წაბლის სახეობის დახერხილი ხე-მასალის
უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
1 სამართალდარღვევა
გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. შუახევის
მუნიციპალიტეტში მოქალაქემ წიწვოვანი სახეობის 5 მორის უკანონო ტრანსპორტირება
განახორციელა.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი),
დაახლოებით 29 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი)
და 13 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-მასალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო
საშუალებები და ხე-ტყე დაილუქა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.