საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

მოქალაქეები აკრძალული საშუალებებით უკანონო თევზჭერას სოფელ ქვემო ნიჩბისის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე და სოფელ ბეითარაბჩის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე ახდენდნენ.

თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: