სიახლეები
ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 243 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 46 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში - 37, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, იმერეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 5, გურიაში კი, 4.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 390 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 58 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.