საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.

6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია სამეგრელოში ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში.

უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი).

ვინაიდან ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.    

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: