საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 120 ფაქტი გამოვლილია  კახეთში. 62 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 58, იმერეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, გურიაში - 22, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, ქვემო ქართლში კი - 7.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ ეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი ამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 59 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 793 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 68 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: