სიახლეები
კახეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით. კანონდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 41 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას მოქალაქე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის არხშიც.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.