სიახლეები
აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში აღმოჩენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 35 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) .
დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს.
მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.