საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მტკვრიდან 13 თევზმახე ამოიღეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული.

შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს. 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: