საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში,  მდინარე რიონზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული საშუალების -  ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 10 კილოგრამი თევზი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: