საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა, ნადირობის სეზონზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება



ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ნადირობის ფაქტები აღკვეთილია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 4 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 4 შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ.

24 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ინადირონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: