სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მტკვრიდან 6 ერთეული ფაცერი ამოიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 6 ერთეული თევზსაჭერის აკრძალული საშუალება ე.წ. ფაცერი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.