სიახლეები
რუსთავში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადით გამოყენებით უკანონო თევზჭერას ახდენდა. ადგილზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მისვლისთანავე, მოქალაქეები ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. მათზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანაში ნანახი იქნა გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე ელ.სადენებით, ჰაერის ტუმბო და 60 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. მძღოლმა ელექტროშოკური აპარატის გადამალვის მიზნით, ავტომანქანის გაჩერების ადგილიდან გაქცევა მოახერხა.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში.