სიახლეები
ფიცრის უკანონოდ და ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტომანქანა დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.