საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

1 აპრილიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 აპრილიდან დღემდე,  უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 7 ფაქტი შეიცავდა.

ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 12 ფაქტია გამოვლენილი. ხოლო, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 10 ფაქტი დაფიქსირდა მდინარეებზე: მტკვარი, ფოცხოვი, ენგური, დებედა,  ცხენისწალი, ყვირილა და ხრამი.

ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 34,40 კგ. შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

ამავე პერიოდში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალიდან 30 მეტრის სიგრძის 2 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს; სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონიდან ამოღებულია 40 მმ ზომის 15 ერთეული ე.წ. ანკელარი; სიონის წყალსაცავიდან - 150 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე; საწირეს ტბიდან - 80-მეტრიანი სახლართი ტიპის ბადე; ბაზალეთის ტბიდან - 20 ერთეული კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი - ხოლიხიბადე, ე.წ. გოდორი და 1000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: