სიახლეები
მარტვილში ხე-ტყის უკანონო ჭრა/ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.