საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქის საცხოვრებელ სახლში 153 ერთეული თხმელას სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული, რაზეც კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის გულისხმობს და ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: