საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტები გამოავლინეს. 

ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 13 ერთეული კაკლისა და 101 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის ჭრა და შემდგომში ტრანსპორტირება,  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს. 

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. მომხდარზე გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: