საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ჟურნალისტებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობა გააცნეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა, მედიის წარმომადგენლებს, დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურა, რებრენდინგი, მთავარი ფუნქციები, განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა  მთავარი მიზანია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჟურნალისტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს. 

მედიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ბრაკონიერობის პრევენციისა და აღკვეთის, უკანონო ტყითსარგებლობის, საქართველოში იმპორტირებული საწვავის ხარისხის, საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურების, ბიოდეგრადირებადი პარკების მწაროებლების  კონტროლის მექანიზმების შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ კითხვებს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს.

„მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  სწორედ მედიაა ის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.

შეხვედრა სატყეო სექტორის საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერითა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: