საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ვანის მუნიციპალიტეტში მურა დათვზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: