სიახლეები
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელას სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.