საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში,  სოფელ სალხინოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების  ფაქტი გამოავლინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაუფირნიშებელი, 35 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს. 

ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: