სიახლეები
წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
საამქროს ტერიტორიაზე 45 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.
ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.