სიახლეები
მარტვილში ორი უკანონო სახერხი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ სალხინოში ლენტური ტიპის, სოფელ თამაკონში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.
საამქროების მიმდებარედ, მოქალაქეებს, ჯამში, 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი ჰქონდათ განთავსებული.
ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.