საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სოკოს საწარმო „თეთრი ქუდი“ 7500 ლარით დაჯარიმდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე, გარდაბნის მაგისტრატმა სასამართლომ, 2020 წლის 09 მარტს, შპს „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად სცნო და 7 500 ლარით დააჯარიმა.

დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სოკოს საწარმოში სამი სამართალდარღვევა გამოავლინეს:
საწარმო საქმიანობას ახორციელებდა სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 შვიდი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა.

გარდა ამისა, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიას არ გააჩნია ნარჩენების მართვის გეგმა, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ამასთანავე, კომპანია არ ახორციელებს წარმოებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებას, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში, დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: