საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ჰუბერტ ქნირშმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს დამცავი აღჭურვილობა გადასცა



 

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს  რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

დამცავ აღჭურვილობაში შედის დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ,  გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს სახელით, პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის,  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,  მათ წარმომადგენლობას - საელჩოს და ჩვენ მუდმივ პარტნიორს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

საქართველოსთან გერმანიას მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ელჩმა.

აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  პროგრამისეკოსერვისფარგლებში გადაეცათ.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: