სიახლეები
უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, პანდემიის პერიოდშიც მაქსიმალურად ახორციელებდნენ გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები კოვიდ-19-ით გამოწვეული რეგულაციების მონიტორინგის პროცესშიც. სწორედ ამ პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 131 ფაქტი შეიცავს.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 86 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გამოვლინდა 34 ფაქტი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 33, კახეთში - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, სამცხე-ჯავახეთში კი - 12.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 38 ფაქტი გამოავლინეს, მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 13 ფაქტი შეიცავს.
ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობამ280კგ-ს გადააჭარბა. სამართალდამრღვევებს, უმეტესად უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა: კალმახი, წვერა, კარჩხანა, ხრამული, ქაშაყი, კობრი.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. მაგალითისთვის, დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობის 63 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 153 ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, პატრულირებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში, დაახლოებით 3 800 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე.
უკანონოთევზჭერისიარაღებიდაილუქა, საქმისმასალებიგადაგზავნილიაშესაბამისუწყებებში.
გარემოსდაცვითიზედამხედველობისდეპარტამენტისთანამშრომლებიაგრძელებენპრევენციულღონისძიებებსმთელიქვეყნისმასშტაბით.გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის მიმართულებით კი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ეფექტური მუშაობის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობაც. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე. ზარი უფასოა. ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.