საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, ორი მოქალაქე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 2,5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავი და შოკური აპარატი ჩამოართვეს და დალუქეს.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით უწყებაში მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრებაც, რაც უკანონო თევზჭერის აღკვეთას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: