სიახლეები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. თითო-თითო ფაქტი კი - ვანის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეები, წაბლის, რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობების, ჯამში დაახლოებით 8 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და საშეშე მერქნის, ასევე 20 ერთეული აკაციისგან დამზადებული ბოძების ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრანსპორტირების საშუალებები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს.