საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ტყიბულში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყიბულში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

საამქროს ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო დაახლოებით 7 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 2 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ხე-მასალა. ფიცრის ნაწილი სახერხის ტერიტორიაზე, თივაში მოწყობილ სამალავში იყო განთავსებული, 1,5 კუბური მეტრი წაბლის სახეობის ფიცარი და 2 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი - სახერხი საამქროს ეზოში არსებულ ფერმაში. სახერხის მეპატრონემ ხე-ტყის კანონიერი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფიცარი და მორები დალუქეს და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ხე-ტყის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: