საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და  ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლენილია ვანის მუნიციპალიტეტში. თითო-თითო  ფაქტი კი - ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია აკაციის, წიფლის, თუთისა და ლაფნის სახეობის 62 ერთეული ხე-ტყე.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სატრანსპორტო საშუალებები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: