საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბაზე მოქალაქე სახლართი ბადით ნიჩბებიანი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მცხეთაში და მის მიმდებარედ - მდინარე არაგვზე, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს თევზი მოპოვებული არ ჰქონდათ, ნიჩბებიანი ნავი და უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა.

აღმოსავლეთ რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჟინვალის  წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს. შედეგად,  სამი ერთეული სახლართი ტიპის ბადე,  საერთო სიგრძით 900 მეტრი და  ათი ცალი თევზმახე - ე.წ. "გოდორი" ამოიღეს. ბადეები და "გოდორები" დაილუქა, ხოლო მათში გახვეული სხვადასხვა სახეობის თევზი საბინადრო გარემოში დააბრუნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: