სიახლეები
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ხოკოს უბანში მოქალაქემ 8 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე მოჭრა და 26 ერთეული მრგვალი ხე-ტყე(მორი) დაამზადა, რომელიც ჭრის ადგილზე ჰქონდა განთავსებული. აღნიშნული მორები დაილუქა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში , მოქალქემ 10 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე მოჭრა და 2მ3 მერქანი ჭრის ადგილზე დაამზადა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას სატყეო უბნის ტერიტორიაზე მოქალქემ 5 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა და მისგან დამზადებული 24 ერთეული მორის ტრანსპორტირებას ტრაქტორის საშუალებით ახდენდა.