საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოსა და დეპარტამენტს შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა მოხდება, როგორებიცაა: დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი რეგულირების ობიექტების თაობაზე მონაცემები, სააგენტოსა და დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია და ამ ობიექტების შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები.

მემორანდუმს, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა მოაწერეს ხელი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად, ახორციელებს საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს კომპეტენცია კი, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების (UPSTREAM-DOWNSTREAM) ციკლის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებაა. ამ ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას.

 
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: