საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სიონის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის მიმართულებით, პრევენციული ღონისძიება გაატარეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის  წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის მიმართულებით, პრევენციული ღონისძიება გაატარეს. შედეგად,  3 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს,  საერთო სიგრძით 400 მეტრი. ბადეებში გახვეული სხვადასხვა სახეობის თევზი საბინადრო გარემოში დააბრუნეს.

ამოღებული ბადეები დაილუქა, შედგა შესაბამისი აქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: