საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დევაშში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ელექტრონული ბაზის მონაცემებით განთავსებული უნდა ყოფილიყო 4 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ტერიტორიიდან ფიცარი ელექტრონული ცნობის გარეშე იყო გატანილი.

დაბა ლენტეხში კი, მოქალაქეს, საამქროს ტერიტორია არ ჰქონდა სრულად შემოღობილი, არ ჰქონდა მოწყობილი ნახერხის განსათავსებელი ბუნკერი და ნაგვერდულების დასასაწყობებელი ადგილი.

ორივე სამართალდარღვევაზე შედგა შესაბამისი აქტი და დაიწყო სამართალწარმოება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: