საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, სპეციალური ტექნიკით (ესკავატორებით) ინერტული მასალის - ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებას ახდენდნენ ქალაქ ბათუმში, ქობულეთის მინიციპალიტეტის სოფელ  ხუცუბანში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 400 კუბურ მეტრამდე ქვიშა-ხრეში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: