საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის მიმდებარე ტყის ბუდეში, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ფერსათის მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) ხე-ტყე. ერთ-ერთი მათგანი, ცოცხალი გამწევი ძალის (ცხენი) საშუალებით, უკანონოდ ახდენდა აღნიშნული ხე-ტყის გადაზიდვას.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: