საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს "ფაუნას" ტერიტორიაზე, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოს მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 0.5 მ3 მუხის სახეობის საშეშე მერქანი და 2 ძირი იფნის სახეობის II ხარისხის ხე-ტყე.

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონასა და სოფელ გიორგეთის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეებს საჭაპანე საშუალების გამოყენებით გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული 2.5 მ3-მდე ოდენობის ცაცხვის, წიფლის, რცხილსა და მუხის სახეობის ხე-ტყე.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: