საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული 3 ავტომანქანის ძარაზე, საერთო მოცულობით 2მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი -  ფიცარი და 0.5 მ3-მდე ძელაკი, ფარულად იყო განთავსებული.

ამავე მუნიციპალიტეტში 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტის  ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: