საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, მოქალაქე ავტომანქანით 0,5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხაბელაშვილებში, ინწკირვეთსა და ვანში კი, მოქალაქეებმა წიწვოვანი სახეობის,  ჯამში 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირება მოახდინეს. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: